ქარ
ქართულიEnglishРусскийFrançais中文العربية
განვიხილოთ პროექტი

თბილისი · 41.7151° N · 44.8271° E

ვაპროექტებთ. ვაშენებთ. ვქმნით ტექნოლოგიებს.

ESMAR Holding აერთიანებს არქიტექტურას, მშენებლობასა და საკუთარ ციფრულ პროდუქტებს. მიმართულებებს შვილობილი კომპანიები და თავად ჰოლდინგი მართავენ, ჰოლდინგი კი მათ ერთიან სისტემაში აერთიანებს და საერთო შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს.

01მისია

ვქმნით სივრცეებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იძენს ღირებულებას როგორც მათი მაცხოვრებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.

  1. I

    საავტორო ხელწერა

    თითოეული ობიექტი ინდივიდუალურ არქიტექტურულ კონცეფციას ეფუძნება და არა მზა, ტიპურ გადაწყვეტას.

  2. II

    ზუსტი ციფრები

    ხარჯები, ვადები და ფინანსური მონაცემები დამკვეთისა და ინვესტორისთვის სრულად გამჭვირვალეა.

  3. III

    საკუთარი ტექნოლოგიები

    ჩვენი ციფრული პროდუქტები სამუშაო პროცესებს ერთიან, გამართულ სისტემაში აერთიანებს: დაგეგმვიდან ხარჯების მართვასა და სამუშაოების კონტროლამდე.

  • 25 000+ მ²აშენებულია ჰოლდინგის პროექტებით
  • 70 ვილადაპროექტებული და აშენებული ბალიზე
  • 3 ქვეყანასაქართველო · ინდონეზია · რუსეთი

02სრული ციკლი

ოთხი მიმართულება, ერთი სისტემა

იდეიდან დასრულებულ ობიექტამდე მიმართულებებს შვილობილი კომპანიები და თავად ჰოლდინგი მართავენ, ისინი კი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთიანი ხედვით და საერთო მიზანს ემსახურებიან.

არქიტექტურა და ინტერიერი

საავტორო არქიტექტურული პროექტი თქვენი ნაკვეთისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, პირველი კონცეფციიდან მშენებლობისთვის საჭირო სამუშაო ნახაზების მომზადებამდე.

რას მიიღებთ

  • კონცეფცია და ვიზუალიზაციები
  • სამუშაო პროექტი და სანებართვო დოკუმენტაცია
  • ინტერიერი, ლანდშაფტი და საავტორო ზედამხედველობა

ვინ მართავს

ESARTIA ArchitectsPart of ESMAR Holdingკომპანიის ვებგვერდი
განვიხილოთ ეს ეტაპი

03პორტფოლიო

პროექტები

ვილები, საცხოვრებელი კომპლექსები, საზოგადოებრივი სივრცეები და ინტერიერები საქართველოში, ინდონეზიასა და რუსეთში.

  1. 01Amalfiბალი, ინდონეზია · 2023აშენებულია
  2. 02Puri Sidemბალი, ინდონეზია · 2021აშენებულია
  3. 03Seis Villasბალი, ინდონეზია · 2023აშენებულია
  4. 04Villa 1/2ბალი, ინდონეზია · 2022აშენებულია
  5. 05Co-Workingბალი, ინდონეზია · 2021აშენებულია
  6. 06Margarita Cafeბალი, ინდონეზია · 2023პროექტი დასრულებულია
  7. 07Monte Residenceრუსეთი · 2022აშენებულია
  8. 08Riga Plazaვაკე, თბილისი · CH Groupაშენებულია
  9. 09სახლი ონიაშვილზესაბურთალო, თბილისი · CH Groupაშენებულია
  10. 10სახლი ნატახტარის ქუჩაზესაბურთალო, თბილისი · CH Groupაშენებულია
  11. 11Choporti Villaჭოპორტი, საქართველო · 2026პროექტი დასრულებულია
  12. 12Santi Houseსაქართველო · 2025მიმდინარე
  13. 13Bude Villaსაგურამო, საქართველო · 2026მშენებარე
  14. 14Countryside Houseთბილისი, საქართველო · 2026მიმდინარე
  15. 15Golden Pearlბალი, ინდონეზია · 2024მიმდინარე
  16. 16Puri Sidem Interiorsბალი, ინდონეზია · 2022პროექტი დასრულებულია
  17. 17Lake Apartmentსანქტ-პეტერბურგი, რუსეთი · 2019რეალიზებულია
  18. 18Apartment 154სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი · 2019რეალიზებულია

04დეველოპმენტი

ჩვენი პროექტები

ვმუშაობთ საკუთარი ობიექტების განვითარებაზე და ხარისხიანი პროდუქტების შექმნაზე, დამკვეთებთან მუშაობის პარალელურად.

მალე

LIVA Homes

ვამზადებთ LIVA Homes-ის ახალ პროდუქტს და მალე ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით. დაგვიტოვეთ კონტაქტი და პირველი შეიტყობთ.

შეიტყვეთ პირველმა

Part of ESMAR Holding

ინვესტორებსა და პარტნიორებს

ინვესტიცია, რომელიც ციფრებით იწყება და ღირებულებას დროთა განმავლობაში ქმნის. განვიხილავთ პარტნიორობას მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსების, ვილებისა და სასტუმროების განვითარებაში. პირველივე ეტაპზე წარმოგიდგენთ პროექტის ეკონომიკას, ფულად ნაკადებსა და რეალისტურ ვადებს, რათა გადაწყვეტილება ზუსტ მონაცემებს დაეყრდნოს.

დეტალურად ინვესტორებისთვის

05ინვესტორებს

ვაშენებთ ინვესტორებთან ერთად

მონაწილეობის სამი ფორმატი: ერთობლივი პროექტიდან „გასაღებით“ ჩაბარებულ ობიექტამდე. პროექტის ეკონომიკას პირველ ნაბიჯამდე გაჩვენებთ.

  1. 01

    ერთობლივი პროექტი

    თქვენ უზრუნველყოფთ კაპიტალს, ESMAR Holding კი არქიტექტურას, მშენებლობასა და გაყიდვების პროცესს. პარტნიორობის პირობებს, წილებს, ვადებსა და ინვესტიციიდან გასვლის მექანიზმს სამუშაოების დაწყებამდე ხელშეკრულებით ვაფიქსირებთ.

    • მოგების განაწილება წინასწარ თანხმდება და ხელშეკრულებით ფიქსირდება
    • პროექტის საერთო ბიუჯეტი და გრაფიკი
    • ანგარიში ყოველ ეტაპზე
  2. 02

    თანაინვესტირება

    მონაწილეობა ჰოლდინგის საკუთარ პროექტებში წინასწარ შეთანხმებული საინვესტიციო წილით და სრული ფინანსური გამჭვირვალობით.

    • ფინანსური მოდელი ინვესტიციამდე
    • თანხა მშენებლობის ეტაპების მიხედვით
    • ფოტო და ფინანსური ანგარიშები
  3. 03

    ობიექტი „გასაღებით“

    თქვენი საინვესტიციო სტრატეგიის მიხედვით ვაპროექტებთ და ვაშენებთ ობიექტს გასაყიდად ან გასაქირავებლად. ATTN მის ბაზარზე პოზიციონირებასა და რეალიზაციას ჩაბარებამდე იწყებს.

    • ESARTIA-ს საავტორო არქიტექტურა
    • მშენებლობა ESMAR-ის კონტროლით
    • მარკეტინგი და გაყიდვები ATTN-ისგან

კონცეფციები

შემდეგი დიდი ინვესტიცია აქ იწყება

გელა ესართიას საავტორო არქიტექტურული ხედვა: კოშკები, სასტუმროები, ხიდები, საზოგადოებრივი და საქმიანი სივრცეები. გამორჩეული კონცეფციები, რომლებიც არქიტექტურულ ინოვაციასა და მომავლის სივრცეების ხედვას აერთიანებს, მათ შორის 2024 წელს გამოცემულ წიგნში წარმოდგენილი ნამუშევრები.

06ტექნოლოგიები

ჩვენი ტექნოლოგიური ეკოსისტემა

Gahide და SIVRCE ჰოლდინგის ტექნოლოგიური შვილობილი კომპანიებია, რომლებიც მშენებლობისა და გაყიდვების პროცესებს უფრო ეფექტიანს და გამჭვირვალეს ხდის. Gahide უზრუნველყოფს კლიენტებთან უწყვეტ კომუნიკაციას, ხოლო SIVRCE მართავს ხარჯთაღრიცხვასა და სამუშაოების შესრულების პროცესს.

AI-თანამშრომელი კლიენტებთან კომუნიკაციისთვის

Gahide

მუშაობის პრინციპი

AI-თანამშრომელი, რომელიც კლიენტებს Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და Telegram-ში კომპანიის რეალური მონაცემებით პასუხობს: მომსახურება, ფასები, გრაფიკი, მისამართი. კლიენტს თავისუფალ დროზე ჯავშნის, ჯავშანს შეახსენებს, განაცხადებს კი Telegram-სა და მარტივი CRM-ის მქონე კაბინეტში გადასცემს.

როლი ეკოსისტემაში

ჰოლდინგის კომპანიების კლიენტებს 24/7 რეჟიმში ემსახურება, იღებს მომართვებს და შესაბამის გუნდს გადასცემს, რათა თითოეულ მათგანზე დროული რეაგირება მოხდეს.

  • არ იგონებს: ფასს კომპანიის ფასების სიიდან ასახელებს, ხოლო თუ პასუხი მონაცემებში არ არის, ამას პირდაპირ ამბობს და კონტაქტის დატოვებას სთავაზობს
  • კლიენტს მის ენაზე პასუხობს: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და სხვა ენებზე
  • ადამიანად თავს არ ასაღებს, მფლობელს კი ნებისმიერ დროს შეუძლია თავად უპასუხოს და Gahide ამ საუბარში გაჩუმდება
  • სხვა კომპანიებისთვის: თვეში 349 ₾-დან დღგ-ს ჩათვლით, 14 დღე და 500 პასუხი უფასოდ, ბარათის გარეშე
ვებგვერდის ნახვა

Part of ESMAR Holding

SIVRCE · რემონტის პლატფორმა თბილისში

რემონტის პლატფორმა თბილისში

SIVRCE

მუშაობის პრინციპი

პლატფორმა, რომელიც თბილისში რემონტს ხარჯთაღრიცხვიდან ჩაბარებამდე მართავს: წინასწარი ხარჯთაღრიცხვა თბილისის ფასებით ორ წუთში, ტელეფონისა და რეგისტრაციის გარეშე, სამუშაო და მასალა ცალ-ცალკე. შემდეგ კი გადამოწმებული ოსტატი, ხელშეკრულება და ობიექტის ჟურნალი ეტაპებით, ფოტოებითა და მიღება-ჩაბარებით.

როლი ეკოსისტემაში

SIVRCE ჰოლდინგის ეკოსისტემას ავსებს: მფლობელი რეალურ ფასს ოსტატის ვიზიტამდე ხედავს, ირჩევს გადამოწმებულ შემსრულებელს და რემონტის თითოეულ ეტაპს შეთანხმებული ბიუჯეტისა და ვადების ფარგლებში მართავს. პლატფორმით არქიტექტორის შეკვეთაც შეიძლება: ნებართვა, აზომვითი ნახაზი, დიზაინ-პროექტი.

  • ფასი ობიექტის დათვალიერების შემდეგ ხელშეკრულებაში ფიქსირდება და მხოლოდ მფლობელის თანხმობით იცვლება
  • ოსტატის დოკუმენტებს ადმინისტრატორი შეკვეთების მიღებამდე ამოწმებს, რეიტინგი მხოლოდ დამკვეთების შეფასებებით დგინდება, შემოწმების ნიშანი და ადგილი ფასების შედარებაში კი არ იყიდება
  • ყოველი ეტაპი ფოტოებით მიიღება, ოსტატს კი პირდაპირ და ეტაპობრივად უხდით: SIVRCE დამკვეთის ფულს არ ატარებს
  • ბინის მფლობელებისთვის პლატფორმა უფასოა
ვებგვერდის ნახვა

Part of ESMAR Holding

07ჰოლდინგი

ESMAR Holding და მისი კომპანიები

ESMAR ჰოლდინგის დედა კომპანიაა. მიმართულებებს საკუთარი გუნდებით შვილობილი კომპანიები მართავენ, მშენებლობას კი თავად ჰოლდინგი უძღვება. ჰოლდინგი ადგენს საერთო სტანდარტებს, უზრუნველყოფს პროცესების კოორდინაციას და კლიენტის წინაშე პასუხისმგებელია ფინანსურ გამჭვირვალობასა და საბოლოო შედეგზე.

  • 5შვილობილი კომპანია და პარტნიორი გენერალური მენარდე
  • 3ქვეყანა: საქართველო, ინდონეზია, რუსეთი
  • 25 000+ მ²აშენებულია ჰოლდინგის პროექტებით

ვაპროექტებთ და ვაშენებთ

  • 01არქიტექტურა

    ESARTIA Architectsშვილობილი კომპანია

    70ვილა ბალიზე ESARTIA-ს პროექტებით

    საავტორო არქიტექტურა, ინტერიერი და ლანდშაფტი. დამფუძნებელია არქიტექტორი გელა ესართია.

  • 02მშენებლობა

    ESMAR Holdingჰოლდინგის მიმართულება

    13წელია CH Group თბილისში აშენებს

    ხარჯთაღრიცხვა, გრაფიკი, ტექნიკური ზედამხედველობა და სამუშაოების მიღება. გენერალური მენარდეა CH Group, ჰოლდინგის დამოუკიდებელი პარტნიორი და არა შვილობილი კომპანია. თბილისის ბაზარზე 2013 წლიდან მუშაობს.

  • 03დეველოპმენტი

    LIVA Homesშვილობილი კომპანია

    ჰოლდინგის საკუთარი პროდუქტი. გაშვება მალე.

ESMAR Holding

მართვა, ფინანსები და ხარისხის სტანდარტები ჰოლდინგის ყველა კომპანიისთვის.

InstagramFacebookLinkedIn

ვყიდით და ვაავტომატიზებთ

  • 04მარკეტინგი

    ATTNშვილობილი კომპანია

    სტრატეგია, რეკლამა, SMM და კონტენტი. ყიდის ჰოლდინგის ობიექტებს და კლიენტების პროექტებს უძღვება.

  • 05ტექნოლოგიები

    Gahideშვილობილი კომპანია

    4არხი, პასუხები 24/7 კლიენტის ენაზე

    AI-თანამშრომელი ბიზნესისთვის: კლიენტებს მესენჯერებში კომპანიის ფასებითა და გრაფიკით პასუხობს და თავისუფალ დროზე ჯავშნის.

  • 06ტექნოლოგიები

    SIVRCEშვილობილი კომპანია

    2წუთი რემონტის ხარჯთაღრიცხვაზე თბილისის ფასებით

    რემონტის პლატფორმა თბილისში: ხარჯთაღრიცხვა ორ წუთში, გადამოწმებული ოსტატები, ყოველი ეტაპის მიღება ფოტოებით.

პარტნიორები

  • CH Group
  • Thaka Buana Group
  • ECO HUB
  • Giorgi Melkadze Design
ყველა პარტნიორი

08კონტაქტი

განვიხილოთ თქვენი პროექტი

მოგვიყევით თქვენი ამოცანის შესახებ და გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

სათაო ოფისი
თბილისი, საქართველო
კონტაქტი
+995 511 33 44 73
ელფოსტა
info@esmar.ge
01რა გჭირდებათ
02როგორ დაგიკავშირდეთ
03პროექტის შესახებარასავალდებულო